ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი ინგლისურ ენაში

“საერთაშორისო სახლი” იწყებს აბიტურიენტთა რეგისტრაციას 2021-2022 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსზე ინგლისურ ენაში. სწავლა 1 ოქტომბრიდან 1 ივლისამდე.

მეცადინეობები ჩატარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში (3-4 აბიტურიენტი) კვირაში ორჯერ.

გაკვეთილის ხანგრძლივობა ორი საათია. სწავლება ეფუძნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ სტანდარტებს, პროგრამას და მოთხოვნებს. მშობლებს ყოველთვიურად გაეგზავნებათ აბიტურინტების მიმდინარე მოსწრების მონაცემები.

მეცადინეობა კვირაში 2ჯერ, 2 საათის განმავლობაში. ერთი თვის სწავლის საფასურია 260 ლარი. კურსი 9 თვიანია, ასე რომ სრული კურსის საფასურია 2340 ლარი. გადახდა 3ჯერ: ოქტომბერში, იანვარში და მარტში, 780 ლარი.