ინგლისურის უფასო გაკვეთილები

მასწავლებელთა ტრენინგის პროგრამის ფარგლებში “საერთაშორისო სახლი” გთავაზობთ ინგლისურის უფასო გაკვეთილებს თანამედროვე მეთოდებით. მასწავლებლები ჩაატარებენ გაკვეთილებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ უფლებამოსილი ტრენერების ზედამხედველობით.

გაკვეთილები განკუთვნილია: Upper-Intermediate და Pre-Intermediate დონის სტუდენტებისთვის.
გაკვეთილები ჩატარდება 20 ივნისიდან 15 ივლისამდე ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 11:00-13:00მდე.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 294 05 15, 599 53 66 11 ან მოგვწერეთ: info@ihtbilisi.ge