ინგლისურის უფასო გაკვეთილები

მასწავლებელთა ტრენინგის პროგრამის ფარგლებში „საერთაშორისო სახლი“ გთავაზობთ ინგლისურის უფასო გაკვეთილებს თანამედროვე მეთოდებით. მასწავლებლები ჩაატარებენ გაკვეთილებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ უფლებამოსილი ტრენერების ზედამხედველობით.
გაკვეთილები ჩატარდება 18 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით, კვირაში ხუთჯერ (ორშაბათი-პარასკევი) 10:00-12:00მდე.
ჯგუფში სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობაა 12 და გაკვეთილები განკუთვნილია:
Pre-Intermediate და Upper-Intermediate დონის სტუდენტებისთვის.
გაკვეთილები გაგრძელდება 4 კვირა.
დაინტერესების შემთხვევაში მობრძანდით „საერთაშორისო სახლში“ (ჩვენი მისამართია: 26მაისის მოედანი/დოლიძის 2), დაგვიკავშირდით ნომერზე 294 05 15 ან მოგვწერეთ: info@ihtbilisi.ge