საერთაშორისო სახლში ჩარიცხვის წესი

ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში, სადაც ინგლისურ ენას თქვენსავით ფლობენ. ტესტირების ღირებულება შეადგენს 50 ლარს, რაც შედის სწავლის საფასურში. აირჩევთ თქვენთვის სასურველ დღეებს – ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი ან სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და შესაბამისად მეცადინეობის დაწყების საათს: 10.00, 12.00, 15.00, 15.30, 16.30, 17.00 ან 19.00. მეცადინეობები კვირაში 2–ჯერ ან  3–ჯერ, 1,5 საათის განმავლობაში.

საერთაშორისო სახლის მისაღები ტესტი:

ტესტის დასრულებისას აუცილებელია ჩამოთვლილ სკოლათა შორის აირჩიოთ IH Tbilisi.

ტესტის დაწყება

 

საერთაშორისო სახლის სწავლების დონეები

საერთაშორისო სახლი გთავაზობთ სწავლების 6 დონეს.  მოზრდილთათვის თითოეულ დონეზე სწავლა გრძელდება 6 თვე (80 გაკვეთილი/120 აკადემიური საათი) და შედგება ორი 3 თვიანი კურსისგან (40 გაკვეთილი/60 აკადემიური საათი თითოეული კურსი). ყოველი კურსის დამთავრებისას ჩატარდება ტესტირება. მისი შედეგების საფუძველზე მოხდება შემდგომ კურსზე ან დონეზე გადაყვანა ან გაიცემა სერთიფიკატი.

 

საერთაშორისო სახლის დონეები:

  • A1
  • A2
  • B1
  • B2
  • C1
  • C2