ტრენინგ კურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის
მიმდინარეობს კურსი: “როგორ ვასწავლოთ ინგლისური ენა 6 -16 წლის მოსწავლეებს.”
კურსი იდეალურია მასწავლებლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სათანადოდ დაგეგმილი, საინტერესო და ეფექტური გაკვეთილების ჩატარება 6-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის.
კურსი სასარგებლოა როგორც მცირე, ისე გარკვეული გამოცდილების მქონე ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ სწავლების ახალი იდეების თუ მიდგომების პრაქტიკული გამოყენება.
IHTYL კურსი შეიქმნა ,,საერთაშორისო სახლის – მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ და აღიარებულია Cambridge Assessment English -ის მიერ. კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერთიფიკატი.
კურსი დაგეხმარებათ უკეთ შეისწავლოთ 6 – 16 წლის მოსწავლეების შესაძლებლობები და მოახერხოთ მათი მოტივაციის ამაღლება ისე, რომ გაკვეთილი მათთვის საინტერესო და შედეგიანი იყოს.
ტრენერები ყურადღებას გაამახვილებენ:
- კლასის მართვის უნარების გაუმჯობესებაზე;
- მოსწავლეთა დისციპლინარულ საკითხებზე;
- სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებით დაკომპლექტებულ კლასების სწავლებაზე;
- აქტივობებისა და სახელმძღვანელოების გამოყენებაზე;
- მოსწავლის ფსიქოლოგიის უკეთ შესწავლაზე;
- ენობრივი აქტივობების ფართო არჩევანზე;
- გაკვეთილის ეფექტური დაგეგმვასა და სასწავლო რესურსების და მასალების ეფექტურად გამოყებნებაზე;
სასწავლო კურსი
კურსი ხანგრძლივობა 24 საათია. ტრენერები დაესწრებიან და დააკვირდებიან თქვენს მიერ ჩატარებულ 2 გაკვეთილს ორ განსხვავებული ასაკის და ცოდნის დონის ჯგუფებში. მოგცემენ ამომწურავ რჩევებსა და გაკვეთილის ანალიზს. კურსის მსვლელობის დროს თქვენ უნდა შეასრულოთ 4 წერითი დავალება.
კურსი მოიცავს:
- სასწავლო სესიებს
- დასწრებას თქვენს გაკვეთილებზე და მათ განხილვას
- გაკვეთილის დაგეგმვის რეკომენდაციებს
- ,,საერთაშორისო სახლის“ გამოცდილი მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრებას და მათ განხილვას
- წერითი დავალებების შესრულებას
- ტრენერებთან პერსონალურ შეხვედრებს და დისკუსიებს
- რეკომენდებული ლიტერატურის გაცნობას
- სწავლების მრავალფეროვანი მიდგომების განხილვას
- სასწავლო აქტივობების და რესურსების გამოყენებას
- სახელმძღვანელოს გამოყენებას გაკვეთილზე
- პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას
დამატებითი დეტალები:
- თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ B2 დონეზე (CEFR)
- სესიები ჩატარდება შაბათ-კვირას
- გექნებათ ონლაინ და პირისპირ სესიები
- თქვენს გაკვეთილებზე დაკვირვება მოხდება კვირაში ერთხელ
- კურსის ხანგრძლივობაა 6 კვირა (6 შაბათ-კვირა)
- ფასი: 280 ლარი
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშიდით: info@ihtbilisi.ge; ihtbilisicelta@gmail.com
მობილური: 599 53 66 11