ინგლისური ექიმებისთვის
დღეს ინგლისური ენის ცოდნა წარმატებული საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობების წარმართვის საწინდარია. გარდა ბიზნესისაინგლისურს აგრეთვე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე მეცნიერების, ტექნოლოგიების და მედიცინის სფეროებშიც. იზრდებაიმ მედიკოსთა რიცხვი, ვისაც ინგლისური ახლა უკვე ყოველდღიურად სჭირდება სწავლაში, კვლევასა თუ პრაქტიკულ საქმიანობაში.
საერთაშორისო სახლი თბილისის მიერ შემუშავებული პროფესიული სასწავლო კურსი – ინგლისური სამედიცინო მიზნებისთვის –განკუთვნილია როგორც მოქმედი ექიმების, ასევე სტუდენტებისთვის, ვისაც მომავალში ინგლისურენოვან გარემოში მოუწევს მუშაობა.
კურსის შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ მოქმედი ექიმები და სამედიცინო სფეროში დასაქმებული სპეციალისტები. შესწავლილ იქნაადგილობრივი მოთხოვნები და აგრეთვე თანამედროვე გამოცდილება სამედიცინო ინგლისურის სწავლებისა. არსებული სასწავლო კურსიშეადგინა კვალიფიციურმა ექიმმა და ბრიტანეთში რეგისტრირებულმა ექთანმა. ორივე მათგანი ახლა მუშაობს საერთაშორისო სახლში დაწარმატებით ასწავლის ინგლისურ ენას.
სასწავლო კურსი გულისხმობს ინგლისურის მინიმუმ ზოგადევროპული ფორმატით B1-ზე ცოდნას და მოკლე დროში გაძლევთ საშუალებასგაიღრმავოთ ინგლისურის ცოდნა მედიცინის სხვადასხვა სფეროში.
კურსის ხანრძლიობა 8 კვირაა, კვირაში 3-ჯერ საათნახევრის განმავლობაში და შედგება 15 მოდულისაგან. თითოეული მოდული მოიცავსსხვადასხვა აქტივობას, რაც მიმართულია მეტყველების, კითხვის, მოსმენისა და წერითი ჩვევების დასახვეწად და აქტუალურია ყველაექიმისათვის.
კურსის მასალები მოძიებულ იქნა საერთაშორისოდ აღიარებული წყაროებიდან, როგორიცაა კემბრიჯის და ოქსფორდის უნივერსიტეტებისგამომცემლობები, პიარსონ ედუქეიშნ, ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტი და სხვა.
კურსი აგრეთვე ეყრდნობა ინგლისური ენის იმ საკომუნიკაციო უნარებს, რაც OSCE (Objective Structured Clinical Examination)–ისმოთხოვნებია და ამ გამოცდის წარმატებულად ჩაბარების საწინდარია.