საერთაშორისო სახლში ჩარიცხვის წესი
ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში, სადაც ინგლისურ ენას თქვენსავით ფლობენ. ტესტირების ღირებულება შეადგენს 50 ლარს, რაც შედის სწავლის საფასურში. აირჩევთ თქვენთვის სასურველ დღეებს – ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი ან სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და შესაბამისად მეცადინეობის დაწყების საათს: 10.00, 12.00, 15.00, 15.30, 16.30, 17.00 ან 19.00. მეცადინეობები კვირაში 2–ჯერ ან 3–ჯერ, 1,5 საათის განმავლობაში.
საერთაშორისო სახლის მისაღები ტესტი:
ტესტის დასრულებისას აუცილებელია ჩამოთვლილ სკოლათა შორის აირჩიოთ IH Tbilisi.
საერთაშორისო სახლის სწავლების დონეები
საერთაშორისო სახლი გთავაზობთ სწავლების 6 დონეს. მოზრდილთათვის თითოეულ დონეზე სწავლა გრძელდება 6 თვე (80 გაკვეთილი/120 აკადემიური საათი) და შედგება ორი 3 თვიანი კურსისგან (40 გაკვეთილი/60 აკადემიური საათი თითოეული კურსი). ყოველი კურსის დამთავრებისას ჩატარდება ტესტირება. მისი შედეგების საფუძველზე მოხდება შემდგომ კურსზე ან დონეზე გადაყვანა ან გაიცემა სერთიფიკატი.
საერთაშორისო სახლის დონეები:
- A1
- A2
- B1
- B2
- C1
- C2