
მასწავლებელთა ტრენინგი
DELTA
კემბრიჯის ინგლისური ენის სწავლების კურსი DELTA
ეს დიპლომი (DELTA) განკუთვნილია მათთის, ვისაც
უკვე აქვთ CELTA და მის შემდგომ სწავლების 2 წლიანი გამოცდილება და სურთ გაიღრმავოს ინგლისური ენის სწავლების შესაძლებლობები და უნარები ბევრად მაღალ პროფესიონალურ დონეზე. აღნიშნული კურსი იძლევა შესაძლებლობას:
გაიღრმავეთ ცოდნა და გაიფართოეთ წარმოდგენა ინგლისური ენის სწავლების პრინციპებისა და პრაქტიკის შესახებ.
კრიტიკულად გაანალიზოთ თქვენი, როგორც მასწავლებლის არსებული შეხედულებები და პრაქტიკა.
გამოიყენოთ თქვენი ახალი ცოდნა და გამოცდილება თქვენს ამჟამინდელ მასწავლებლის როლში.
გაიფართოეთ ცოდნა ინგლისური ენის სწავლებაში სხვა კონტექსტებში,
განავითაროთ თქვენი კარიერა და დაიკავოთ უფრო მაღალი კარიერული პოზიციები.
DELTA მოსამზადებელი კურსი 3 მოდულისგან შედგება.
DELTA-ს პირველი მოდულის მოსამზადებელი კურსი
ეს არის ინტენსიური კურსი, რომელიც იწყება ნოემბრის დასაწყისში და დასრულდება ივნისში წერითი გამოცდით..
DELTA-ს პირველი მოდულის მიზანია გააფართოოს და განავითაროს კანდიდატების ცოდნა და წარმოდგენა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
DELTA-ს პირველი მოდულის მიზანია გააფართოოს და განავითაროს კანდიდატების ცოდნა და წარმოდგენა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
ენის ათვისებისა და ენის სწავლების თეორიული ხედვები.
სხვადასხვა მიდგომები და მეთოდოლოგიები, მათ შორის უახლესი ტენდენციები.
ენობრივი სისტემები და მოსწავლეთა ლინგვისტური სირთულეები.
ენობრივი უნარ-ჩვევები და მოსწავლეთა პრობლემები.
რესურსები, მასალები და საცნობარო წყაროები ენის შესასწავლად.
შეფასებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეფციები და ტერმინოლოგია.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ttraining@ihtbilisi.ge
მიუხედავად იმისა, გაივლით თუ არა მოსამზადებელ კურსს, გამოცდის ჩაბარება შეგიძლიათ საერთაშორისო სახლში.
EN
GE