საბავშვო პროგრამა
ზოგადი ინგლისურის კურსი
ბავშვთა და მოზარდთა სასწავლო პროგრამა საერთაშორისო სახლში
ბავშვთა და მოზარდთა სასწავლო პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება, რომლებიც განაწილებულია მოსწავლის ასაკის მიხედვით.
ბავშვები 7-9 წლის
მოზარდები 10-12 წლის
თინეიჯერები 13-17 წლის
ბავშვთა და მოზარდთა სასწავლო პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება, რომლებიც განაწილებულია მოსწავლის ასაკის მიხედვით.
ბავშვები 7-9 წლის
მოზარდები 10-12 წლის
თინეიჯერები 13-17 წლის
დროები
გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ: ორშაბათი-პარასკევი, სამშაბათი-ხუთშაბათი, ოთხშაბათი-შაბათი. გაკვეთილის ხანგრძლივობა-90 წუთი.
კურსების ხანგრძლივობა
ყოველ დონეზე სასწავლო კურსი შედგება 50 გაკვეთილისგან. კურსის შუა პერიოდში ტარდება პროგრეს-ტესტი და შუალედური შეფასება, , რომელიც მშობლებს ეგზავნებათ ელექტრონული ფოსტით.
სწავლების დონეები
ჩვენი კურსები სხვადასხვა დონეზეა განაწილებული უნარისა და გამოცდილების მიხედვით. სტუდენტი განთავსდება შესაბამის დონეზე დიაგნოსტიკური ტესტისა და ზეპირი ინტერვიუს საფუძველზე. ასევე ვითვალისწინებთ ბავშვის ასაკს.
კურსები ბავშვებისთვის
კურსი იწყება K1 დონიდან, რომელიც ბავშვებს ანბანსა და საბაზისო ლექსიკას ასწავლის, და გრძელდება K6 დონემდე, რაც დაახლოებით A2+ საფეხურს შეესაბამება. გაკვეთილზე აქცენტი კეთდება სასაუბრო ენაზე, გამოთქმაზე, მოსმენის უნარების განვითარებასა და ასოების სწორად წერის სწავლებაზე. კითხვის კომპონენტი ეფუძნება პოპულარულ საბავშვო მოთხრობებსა და ტექსტებს. ვიყენებთ კომუნიკაციურ მიდგომას, სადაც ყველა შესაძლებლობა გამოიყენება ინგლისური ენის გამოყენების მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად. ვზრუნავთ , რომ ბავშვებს სიამოვნებდეთ ინგლისურენოვან გარემოში ყოფნა; მათი ინტერესის გასაღვივებლად კი მრავალფეროვან სიმღერებს, ისტორიებსა და სასწავლო მასალებს ვიყენებთ. თითოეული სასწავლო დონის დასრულებისას მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. გარდა ამისა, კურსის განმავლობაში მშობლებს ვიწვებთ ღია გაკვეთილზე, სადაც მათ შეუძლიათ უშუალოდ დააკვირდნენ სასწავლო პროცესს.
კურსები მოზარდთათვის
კურსები იწყება PT1 დონისგან, რომელიც შეესაბამება A1-ს, და გრძელდება PT4 დონისამდე, რომელიც დაახლოებით B1 დონეს შეესაბამება. კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება საუბრის აქტივობებზე და სხვადასხვა სიტუაციებში კომუნიკაციის სწავლაზე, თუმცა სტუდენტებს ასევე ევალებათ გარკვეული წერითი დავალებების შესრულება. პროექტებზე მუშაობა და პრეზენტაციები წარმოადგენს გაკვეთილზე შესრულებული სამუშაოს ძირითად ნაწილს.
კურსები თინეიჯერებისთვის
კურსები იწყება T1 დონიდან, რომელიც Elementary (დაწყებით) საფეხურს შეესაბამება, და გრძელდება T8 დონემდე, რაც Advanced (მაღალ) საფეხურს წარმოადგენს. თინეიჯერების კურსებზე სიღრმისეულად შეისწავლება გრამატიკა და ლექსიკა; ასევე, მუშაობა მიმდინარეობს მეტყველების, მოსმენის, კითხვისა და წერის ძლიერი უნარ-ჩვევების განვითარებაზე. თინეიჯერებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, გამოხატონ საკუთარი აზრი ინგლისურ ენაზე პროექტების მომზადებისა და პრეზენტაციების წარდგენის გზით.
საერთაშორისო გამოცდების მოსამზადებელი კურსი
ეს კურსები სულ უფრო პოპულარული ხდება. ჩვენ ვთავაზობთ Cambridge FCE-ს, IELTS-ისა და TOEFL-ის მოსამზადებელ კურსებს, რომლებიც სპეციალურად თინეიჯერებისთვისაა შექმნილი.
ამ ან ნებისმიერი საბავშვო კურსის შესახებ უახლესი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვირეკოთ ან მოგწეროთ.
ამ ან ჩვენი ნებისმიერი სხვა საბავშვო კურსის შესახებ უახლესი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ info@ihtbilisi.ge ან დაგვიკავშირდეთ 599 53 66 11
კურსის სტრუქტურა
სასწავლო დონეები ჩვენთან
EN
GE