განავითარე სწავლება
CELTA
კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო სერთიფიკატი CELTA (Certificate in English Language Teaching to Adults) წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატს და კვალიფიკაციას. CELTA დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ტრენინგ კურსია მასწავლებლებისთვის. კურსი (110 საათი) შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან, რაც გულისხმობს რეგულარულ პრაქტიკულ სწავლებას და მის ყოველდღიურ ანალიზს და განხილვას.
DELTA
თუ თქვენ უკვე გაქვთ ინგლისური ენის სწავლების მნიშვნელოვანი გამოცდილება და გსურთ თქვენი კარიერა შემდეგ საფეხურზე აიყვანოთ, მაშინ კემბრიჯის ინგლისური ენის შეფასების DELTA (დიპლომი ინგლისური ენის სწავლებაში) სწორედ თქვენთვის განკუთვნილი კვალიფიკაციაა. DELTA გეხმარებათ გაიღრმავოთ ცოდნა იმ პრინციპებისა და პრაქტიკის შესახებ, რომლებიც საფუძვლად უდევს ინგლისური ენის სწავლებას როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ახალგაზრდა მოსწავლეებისთვის, რაც გამზადებთ უფრო მაღალი მასწავლებლის პოზიციების დასაკავებლად.
TKT
IH სერთიფიკატი ახალგაზრდა მოსწავლეებისა და მოზარდების სწავლებაში (IHCYLT)
ესაა მასწავლებელთა კიდევ ერთი საერთაშორისოკურსი. მისი მიზანია მოამზადოს მასწავლებლები ბავშვებისა და მოზარდების სწავლებისთვის, მიაწოდოს მათ უახლესი მეთოდური, თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია.კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს სწავლების გამოცდილება და საჭიროებს დამატებით და სპეციფიურ ტრენინგს კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის სწავლებაში. იგი ორკვირიანია, გრძელდება 30 საათს, მოიცავს 20 განსხვავებულ თემას. სემინარული მუშაობის გარდა კურსი გულისხმობს პრაქტიკულ სწავლებას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებთან და მოზარდებთან და მის ანალიზს დაკვირვების რეჟიმში.
BET ბიზნეს ინგლისურის სწავლების საერთაშორისო სერტიფიკატი
კურსი გაწერილია 50 საკონტაქტო საათზე, რომლის 30 საათი ეთმობა სემინარულ მუშაობას, ხოლო 20 საათი სპეციალურ დავალებებს(სამეცნიერო-პრაქტიკული მასალების დამუშავება) და კვლევას ეთმობა. კურსი განკუთვნილია გამოცდილი და კვალიფიცირებული მასწავლებლებისთვის, ვისაც გააჩნიათმუშაობის, სწავლების ხანგძლივი გამოცდილება ან დამთავრებული აქვს პროფესიული მომზადების რომელიმე (CELTA ან IHYL) კურსი დასაჭიროებს შემდგომ პროფესიულ ტრენირებას უკვე კონკრეტული მიმართულებით.
CAM Certificate in Advanced Methodology
საერთაშორისო სახლის Advanced Methodology სერტიფიკატი (CAM), რომელიც მოდერირებულია Cambridge English Language Assessment-ის მიერ, უზრუნველყოფს მაღალ დონეს მეთოდოლოგიურ ცოდნაში, რომელიც (1) ბევრი მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია პირადი განვითარების მიზნით და (2) ბევრ მასწავლებელს სჭირდება როგორც მომზადება დიპლომის დონის კვალიფიკაციის, მაგალითად Cambridge DELTA-ს მისაღებად.
კომუნიკაციური სწავლების შესავალი კურსი
კომუნიკაციური სწავლების შესავალი კურსი ჩატარდება შაბათობით, სულ 3 სესია.
სესიის ხანგრძლივობა 3 საათი. სესიაზე განიხილბეა 2 თემა.
EN
GE