ინგლისური ენის კურსი მოზრდილთათვის
ინგლისური ენის ზოგადი კურსი
ჩვენი ზოგადი ინგლისური ენის კურსი დაგეხმარებათ ინგლისური ენის გაუმჯობესებაში, თავდაჯერებულობის გაზრდაში და საუბრის, წერის, კითხვისა და მოსმენის უნარების განვითარებაში. ამასთანავე, გრამატიკისა და ლექსიკის გამყარებაში.
კურსის განმავლობაში თქვენ:
- გაიუმჯობესებთ მეტყველების უნარს და უფრო თავდაჯერებულად ისაუბრებთ
- დახვეწთ გამოთქმას, რათა თქვენი აქცენტი უფრო ბუნებრივად ჟღერდეს
- გაიუმჯობესებთ მოსმენის უნარს
- გექნებათ უამრავი შესაძლებლობა საუბრისა და კომუნიკაციისთვის
- გაიმდიდრებთ ლექსიკას
- გაკვეთილზე გამოიყენება მრავალფეროვანი შემეცნებითი ხასიათის ინგლისურენოვანი ვიდეოები
- შუალედური ტესტის მეშვეობით შეამოწმებთ თქვენს აკადემიურ პროგრესს
ინდივიდუალური გაკვეთილები
ინდივიდუალური ინგლისურის გაკვეთილები გთავაზობთ სრულად პერსონალიზებულ სასწავლო გამოცდილებას, რომელიც მორგებულია მოსწავლის მიზნებზე, დონესა და დროზე. თითოეული პროგრამა დეტალურად იგეგმება, რათა უზრუნველყოს მიზანმიმართული პროგრესი და გაზომვადი შედეგები.
ძირითადი მახასიათებლები
· პერსონალიზებული გაკვეთილები მკაფიოდ განსაზღვრული სასწავლო მიზნების საფუძველზე
· მოქნილი გრაფიკი და სწავლების ტემპი, მასწავლებელთან შეთანხმებით
· ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები
· ხელმისაწვდომი კურსები: ზოგადი ინგლისური, ბიზნეს ინგლისური, IELTS გამოცდისთვის მომზადება და სხვა
· სწავლების სასურველი ფორმატი: ონლაინ (Zoom) ან პირისპირ
· აქცენტი საუბარზე, გამოთქმაზე, გრამატიკასა და ლექსიკის განვითარებაზე
მეთოდიკა
ჩვენ ვიყენებთ კომუნიკაციურ მიდგომას — ყველაზე თანამედროვე და მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ მეთოდს. ყველა გაკვეთილი ტარდება ინგლისურ ენაზე, აქცენტი კი კეთდება კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებაზე. გაკვეთილებზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:
- სტუდენტზე ორიენტირებულ აქტივობებს
- უნარების განვითარებას (საუბარი, მოსმენა, კითხვა, წერა)
- ორიგინალური მასალების გამოყენებას
მასწავლებლები
ჩვენი ყველა მასწავლებელი ფლობს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ კვალიფიკაციებს, როგორიცაა CELTA ან DELTA, და რეგულარულად მონაწილეობს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში.
ჩვენი გუნდი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ მასწავლებლებსა და ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან მოწვეულ პედაგოგებს, მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილებით, რაც ქმნის მდიდარ და დინამიკურ სასწავლო გარემოს.
სახელმძღვანელოები
- Cutting Edge 3rd Edition
- English File 4th Edition
- Speak Out 3rd Edition
დიაგნოსტიკური ტესტი
ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში, სადაც ინგლისურ ენას თქვენსავით ფლობენ. ტესტის დასრულებისას აუცილებელია ჩამოთვლილ სკოლათა შორის აირჩიოთ IH Tbilisi.
დიაგნოსტიკური ტესტი შედგება წერითი ტესტისგან, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ
- Online: https://ihtbilisi.ge/ihwo-online-test/
- და გასაუბრებისგან
სასწავლო დონეები და ხანგრძლივობა
EN
GE