
საგამოცდო მოსამზადებელი კურსები
Cambridge Exams
საერთაშორისო გამოცდების ჩაბარების მსურველთა რიცხვი სტაბილურად მატულობს. იბადება სრულიად ბუნებრივი კითხვა: რატომ უნდამოვემზადოთ და შემდეგ ჩავაბაროთ ეს გამოცდები? პასუხი მარტივია: საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება აუცილებელია თუ საზღვარგარეთსასწავლებლად ან სამუშაოდ წასვლას აპირებთ. ან სულაც შესაძლოა საკუთარი ცოდნის ფორმალური შემოწმება გადაწყვიტეთ.
Cambridge ESOL:
B1 Preliminary
B2 First
C1 Advanced
C2 Proficiency
IELTS
IELTS მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტესტია. IELTS (ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემა) განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს უმაღლესი განათლების მიღება ან გლობალური მიგრაცია. გასულ წელს მსოფლიოში 2,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩააბარა.
IELTS აფასებს ინგლისური ენის ყველა უნარს (კითხვას, წერას, მოსმენასა და საუბარს) და შექმნილია იმისთვის, რომ ასახოს ინგლისური ენის გამოყენება რეალურ ცხოვრებაში — სამუშაოსა თუ სწავლის პროცესში.
"საერთაშორისო სახლი" გთავაზობთ წინასწარ ტესტირებასა და გასაუბრებას. შერჩეული კანდიდატები გაივლიან ექვსკვირიან ინტენსიურ კურსს.
TOEFL
TOEFL-ის გამოცდა სავალდებულო მოთხოვნაა არაადგილობრივი სტუდენტებისთვის რომლებსაც სურთ სწავლის გააგრძელონ საუნივერსიტეტო დონეზე, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებისა და კანადის უნივერსიტეტებში. გარდა ამისა, TOEFL-ის სერთიფიკატს ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთაც ბევრი უნივერსიტეტი აღიარებს. უნივერსიტეტის პროგრამებზე მინიმალური მისაღები ქულა განსხვავებულია და დამოკიდებულია თავად სასწავლებელსა და კონკრეტულ ფაკულტეტზე.
გთავაზობთ 6-კვირიან ინტენსიურ კურსს. პროგრამაში ენობრივი და პრაქტიკული სავარჯიშოები შეხამებულია საგამოცდო პრაქტიკასა და ტესტის ჩაბარების სასარგებლო რჩევებთან. კურსი მოიცავს გამოცდის ყველა სექციას, რათა სრულად იყოთ მომზადებული ტესტირებისთვის და მიიღოთ თქვენთვის სასურველი ქულა.
ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისურ ენაში მოსამზადებელი კურსი, როგორც წესი, იწყება სექტემბრის მეორე ნახევარში და გრძელდება მომდევნო წლის 1 ივლისამდე. კურსის დაწყებამდე მოზარდი გაივლის წერით ტესტს და გასაუბრებას, რის შედეგადაც დაიგეგმება კურსის აგებულება და შეირჩევა სასწავლო მასალები. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათია. მშობელი მიიღებს ყოველთვიურ ინფორმაციას მოზარდის სასწავლო სტატუსის და პროგრესის შესახებ. „საერთაშორისო სახლის“ გამოცდილი და მაღალპროფესიონალი მასწავლებლები არის მოზარდების წარმატების მყარი გარანტია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
EN
GE