We offer high-quality language education, teacher training, and exam preparation following international standards.
ინტენსიური საზაფხულო კურსი
საზაფხულო პროგრამა
ინტენსიური ინგლისური ენის კურსი
ყოველ ზაფხულს, ივნისის შუა რიცხვებიდან, საერთაშორისო სახლი ატარებს 4 და 5-კვირიან ინტენსიურ საზაფხულო კურსებს მოზარდებისა და უფროსი ასაკის სტუდენტებისთვის. ეს კურსები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მოკლე დროში საგრძნობლად გაიღრმავოს ინგლისური ენის ცოდნა და მზად არის ინტენსიური მუშაობისთვის ამ მიზნის მისაღწევად. თითოეული დონის სასწავლო პროგრამა საგულდაგულოდ არის შემუშავებული, რათა საუკეთესოდ მოერგოს თქვენს აკადემიურ საჭიროებებს, ენის ათვისების სტილსა და ინტერესებს.