
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი
ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ
ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისურ ენაში მოსამზადებელი კურსი, როგორც წესი, იწყება სექტემბრის მეორე ნახევარში და გრძელდება მომდევნო წლის 1 ივლისამდე. კურსის დაწყებამდე მოზარდი გაივლის წერით ტესტს და გასაუბრებას, რის შედეგადაც დაიგეგმება კურსის აგებულება და შეირჩევა სასწავლო მასალები. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათია. მშობელი მიიღებს ყოველთვიურ ინფორმაციას მოზარდის სასწავლო სტატუსის და პროგრესის შესახებ. „საერთაშორისო სახლის“ გამოცდილი და მაღალპროფესიონალი მასწავლებლები არის მოზარდების წარმატების მყარი გარანტია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
მასწავლებლები
ჩვენი ყველა მასწავლებელი ფლობს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ კვალიფიკაციებს, როგორიცაა CELTA ან DELTA, და რეგულარულად მონაწილეობს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში.
ჩვენი გუნდი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ მასწავლებლებსა და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ პედაგოგებს, მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილებით, რაც ქმნის მდიდარ და დინამიკურ სასწავლო გარემოს.
სახელმძღვანელოები
„საერთაშორისო სახლი“ წამყვანი ბრიტანული გამომცემლობების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ჩვენი წიგნის მაღაზია მრავალფეროვან სასწავლო და მეთოდურ ლიტერატურას ითვლის.
კურსზე გამოიყენება თანამედროვე სასწავლო სახელმძღვანელოები, როგორიცაა: Ready for IELTS (2nd Edition); Focus on IELTS (New Edition); Cambridge English IELTS Trainer
EN
GE