პედაგოგიური ცოდნის ტესტი

TKT კურსი

სწავლების ცოდნის ტესტის (TKT) ჩაბარება შესაძლებელია მასწავლებლის კარიერის ნებისმიერ ეტაპზე და ის წარმოადგენს Cambridge English Assessment-ის მიერ შემოთავაზებული მასწავლებელთა ჯილდოების/კვალიფიკაციების ჩარჩოს ნაწილს.
კურსი განკუთვნილია:
მომავალი მასწავლებლები
მასწავლებლები, რომლებსაც სურთ თავიანთი პედაგოგიური ცოდნის განახლება.
მასწავლებლები, რომლებიც სხვა საგნების სწავლების შემდეგ გადადიან ინგლისურის სწავლაზე
TKT (Teaching Knowledge Test) მოსამზადებელი კურსი არის 30-საათიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებულ ცნებებს:
ენა და ტერმინოლოგია ენის აღწერისთვის
ენის სწავლის საფუძვლები
ენის სწავლების მეთოდები
გაკვეთილის დაგეგმვა
რესურსებისა და მასალების გამოყენება
აქტივობებისა და დავალებების ტიპები ენობრივი სისტემებისა და უნარების განვითარებისთვის
გაკვეთილის სტრუქტურული მოდელები
საკლასო ოთახის მართვა

კურსის გავლა შესაძლებელია როგორც ინტენსიურად — ორი კვირის განმავლობაში, ისე ექსტენსიურად (გახანგრძლივებულად) — 5 კვირის განმავლობაში.

სასწავლო კურსი არ მოიცავს პედაგოგიური პრაქტიკის (Teaching Practice) კომპონენტს.

მიუხედავად იმისა, გაივლით თუ არა მოსამზადებელ კურსს, გამოცდის ჩაბარება შეგიძლიათ საერთაშორისო სახლში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ttraining@ihtbilisi.ge

Cambridge English Assessment TKT website