საერთაშორისო გამოცდები

TOEFL გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

TOEFL შესახებ

TOEFL-ის გამოცდა სავალდებულო მოთხოვნაა არაადგილობრივი სტუდენტებისთვის რომლებსაც სურთ სწავლის გააგრძელონ საუნივერსიტეტო დონეზე, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებისა და კანადის უნივერსიტეტებში. გარდა ამისა, TOEFL-ის სერთიფიკატს ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთაც ბევრი უნივერსიტეტი აღიარებს. უნივერსიტეტის პროგრამებზე მინიმალური მისაღები ქულა განსხვავებულია და დამოკიდებულია თავად სასწავლებელსა და კონკრეტულ ფაკულტეტზე.

გთავაზობთ 6-კვირიან ინტენსიურ კურსს. პროგრამაში ენობრივი და პრაქტიკული სავარჯიშოები შეხამებულია საგამოცდო პრაქტიკასა და ტესტის ჩაბარების სასარგებლო რჩევებთან. კურსი მოიცავს გამოცდის ყველა სექციას, რათა სრულად იყოთ მომზადებული ტესტირებისთვის და მიიღოთ თქვენთვის სასურველი ქულა.

მასწავლებლები

ჩვენი ყველა მასწავლებელი ფლობს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ კვალიფიკაციებს, როგორიცაა CELTA ან DELTA, და რეგულარულად მონაწილეობს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში.

ჩვენი გუნდი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ მასწავლებლებსა და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ პედაგოგებს, მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილებით, რაც ქმნის მდიდარ და დინამიკურ სასწავლო გარემოს.

სახელმძღვანელოები

„საერთაშორისო სახლი“ წამყვანი ბრიტანული გამომცემლობების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ჩვენი წიგნის მაღაზია მრავალფეროვან სასწავლო და მეთოდურ ლიტერატურას ითვლის.

კურსზე გამოიყენება თანამედროვე სასწავლო სახელმძღვანელოები, როგორიცაა: Longman Preparation Course for the TOEFL iBT Test 3rd Edition

გამოცდაზე დარეგისტრირება

TOEFL-ის გამოცდის შესახებ ინფორმაციისა და დეტალებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს უახლოეს საგამოცდო ცენტრს ან ეწვიოთ ოფიციალურ პარტნიორს — ეროვნულ საგამოცდო ცენტრს: https://naec.news/toefl/