ონლაინ ტესტი
ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში, სადაც ინგლისურ ენას თქვენსავით ფლობენ. აირჩევთ თქვენთვის სასურველ დღეებს – ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი ან სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და შესაბამისად მეცადინეობის დაწყების საათს: 10:00, 12:00, 15:00, 15:30, 17:00 ან საღამოს 19:00 საათი. მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ, 1,5 საათის განმავლობაში.
საერთაშორისო სახლის მისაღები ტესტი:
ტესტის დასრულებისას აუცილებელია ჩამოთვლილ სკოლათა შორის აირჩიოთ IH Tbilisi.
საერთაშორისო სახლის სწავლების დონეები
საერთაშორისო სახლი გთავაზობთ სწავლების 8 დონეს. თითოეულ დონეზე სწავლა გრძელდება 4 თვე (50 გაკვეთილი/100 საათი) და შედგება ორი 2 თვიანი კურსისაგან (25 გაკვეთილი/50 საათი თითოეული კურსი) – A და B. ყოველი კურსის დამთავრებისას ჩატარდება ტესტირება. მისი შედეგების საფუძველზე მოხდება შემდგომ კურსზე ან დონეზე გადაყვანა ან გაიცემა სერთიფიკატი.
- დაწყებით, Beginner, დონეზე სწავლის ხანგრძლივობა 2 თვეა.
საერთაშორისო სახლის დონეები:
- Beginner
- Elementary
- Pre-Intermediate
- Intermediate
- Upper-Intermediate
- Pre-Advanced
- Advanced
- Post-Advanced
თითოეულ დონეზე აკადემიური საათების რაოდენობაა 100+16, სულ 116 საათი. აქედან 100 საკლასოა, ხოლო 16 საკრედიტო საათია, რაც კომპიუტერულ ლაბორატორიაში, ბიბლიოთეკაში, სასაუბრო გაკვეთილებზე ან ინდივიდუალური დავალებით უნდა შეასრულოს სტუდენტმა. საბოლოო შეფასება წარმოებს ტესტირებისა და სწავლის პერიოდში მიღებული შეფასებების საფუძველზე.