კომუნიკაციური სწავლების შესავალი კურსი

კომუნიკაციური სწავლების შესავალი კურსი ჩატარდება შაბათობით, სულ 3 სესია.

სესიის ხანგრძლივობა 3 საათი. სესიაზე განიხილბეა 2 თემა. თითო სესიის საფასური 30 ლარი.

 

 

 

 სესია N1 (11 ნოემბერი, 2023)

 

  1. კომუნიკაციური სწავლების ძირითადი პრინციპები

გაეცნობით კომუნიკაციური სწავლების ძირითად პრინციპებს, ტექნიკას და პროცედურას.  წარმოდგენილი იქნება  კომუნიკაციური მეთოდისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა აქტივობები და  გექნებათ საშუალება შეაფასოთ მისი რელევანტურობა.

 

 

  1. გაკვეთილის მართვა

ნაჩვენები იქნება თუ რას ნიშნავს გაკვეთილის მართვა და ყურადღება გამახვილდება კრიტიკული მომენტების გამოვლენასა და მათთან გამკლავების ხერხებზე და მეთოდებზე. თქვენ აითვისებთ საჭირო უნარს, რაც დაგეხმარებათ  კრიტიკული მომენტების განმუხტვაში.

 

 

 

სესია N2 (18 ნოემბერი, 2023)

 

1.სახელმძღვანელოს აქტივობების ადაპტირება გაკვეთილზე

 

ვიმუშავებთ აქტივობებზე სახელმძღვანელოებიდან და მოვახდენთ მათ იმგვარ ადაპტაციას რათა ისინი  უფრო კომუნიკაციური, წამახალისებელი და სახალისო გავხადოთ.  ასევე შეძლებთ აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო აქტივობა სახელმძღვანელოდან და აჩვენოთ თქვენს კოლეგებს მისი უპირატესობა.

 

2. სავარჯიშოების გამოყენება

 

 ვისაუბრებთ პრაქტიკული სავარჯიშოების მახასიათებლებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი ეფექტურად დაგეგმვასა და გამოყენებაში. აგრეთვე შეძლებთ ამ ფაქტორების გათვალისწინებით უფრო ეფექტურად შეაჩიოთ, მოამზადოთ და გამოიყენოთ პრაქტიკული სავარჯიშოები სწავლებაში.

 

 

სესია N3 (25 ნოემბერი, 2023)

 

1. ენობრივი სტრუქტურების მიწოდება

 

დემონსტრირებული იქნება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის მორგებული ენობრივი კონსტრუქციების წარდგენის/მიწოდების  ტექნიკა. განხილული იქნება ამ მიდგომის უპირატესობა ენობრივი სტრუქტურების გამოყენებისას.

 

 

2. მეტყველების უნარი გაუმჯობესება 

 

გაეცნობით სხვადასხვა სავარჯიშოებს და აქტივობებს, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს თავისუფლად მეტყველებაში. ეს აქტივობები გაუადვილებს სტუდენტებს სხვადასხვა კონტექსტში კომუნიკაციის მარტივად დამყარებას.

რეგისტარციის ლინკი: https://forms.gle/W13ZrmL3xMAqsEVh6