ბიზნეს ინგლისურის კურსი

დღევანდელ მსოფლიოში ინგლისურის შემსწავლელთა რიცხვი  განუსაზღვრელად იზრდება და ამისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბევრს აქვს სურვილი გააფართოვოს თავისი ბიზნესი და საერთაშორისო კონტაქტები დაამყაროს. ამ თვალსაზრისით საერთაშორისო სახლი გთავაზობთ ბიზნეს ინგლისურის კურსს, რათა შეძლოთ კომუნიკაციის დამყარება დღევანდელ მზარდ საერთაშორისო და გლობალიზებულ ეკონომიკაში.

კურსი საგანგებოდაა შექმნილი და ითვალისწინებს თქვენს ინდივიდუალურ სურვილებს და მოიცავს იმ თემატიკასა და ენობრივ სტრუქტურებს რაც თქვენს ბიზნეს საქმიანობაში გჭირდებათ. სასწავლო ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა 4 დან 6 მდეა, რაც იმას ნიშნავს,რომ თქვენი მასწავლებელი მაქსიმალურად იქნება ფოკუსირებული თითოეულ თქვენგანზე და თქვენ მიიღებთ მის სრულ ყურადღებას და მხარდაჭერას.

ჩვენს მასწავლებლებლებს გარდა საერთაშორისო დიპლომებისა, სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი ბიზნეს ინგლისურის სწავლებაში.ისინი იყენებენ სწავლების კომუნიკაციურ მეთოდებს, გთავაზობენ ზუსტად იმ ტიპის აქტივობებს, რაც თქვენ რეალურ ბიზნეს ცხოვრებაში დაგჭირდებად შეხვედრებისა თუ მოლაპარაკებების დროს. ამასთან, კურსის დასრულებისას გაიზრდება თქვენი ლექსიკური მარაგი და გაუმჯობესდება გრამატიკის ცოდნა.

სასწავლო მასალები შერჩეულია სპეციალიზირებული ბიზნეს გამოცემებიდან და სხვა ორიგინალური წყაროებიდან. სწავლის პერიოდში თქვენ აგრეთვე მოგიწევთ მრავალი პრობლემატური საკითხის გადაჭრა საგანგებო კვლევა-ძიების საფუძველზე.

განსახილველი თემატიკა:

  • საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობები
  • ბიზნეს-მოლაპარაკებები
  • მენეჯმენტის ნაირსახეობები

 

უნარ-ჩვევები, რასაც კურსის დამთარებისას გამოიმუშავებთ:

  • შეხვედრების მომზადება და მასში მონაწილეობის მიღება
  • მოლაპარაკებების წარმოება
  • პრეზენტაცია

ბიზნეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს ბიზნეს გარემოში, ეწევა ბიზნესს, ან სწავლობს მას და სჭირდება ინგლისურ ენაზეკომუნიკაცია: ზეპირი ან წერილობითი, უწევს ბიზნესთან დაკავშირებული მასალების წაკითხვა და პასუხის გაცემა ან ბიზნეს-პარტნიორთან ურთიერთობა, მოლაპარაკება, შეთანხმება. თქვენი ინგლისურის ცოდნა უნდა იყოს მინიმუმ Intermediate(B2), რასაც ტესტი დაადგენს,რომელიც ჩვენთან ჩაგიტარდებათ.

ზოგადი ბიზნეს ინგლისური კურსის ხანგრძლიობაა 2/4თვე, გაკვეთილები: კვირაში 2–ჯერ ან 3-ჯერ, 1,5 განმავლობაში. 
ცენტრი აღჭურვილია ყველა ტექნიკური და მეთოდური საშუალებებით, რაც წარმატებული სწავლებისთვის აუცილებელია.