სწავლების მეთოდი

შეგიძლიათ აირჩიოთ სწავლების მეთოდი – როგორც პირისპირ, საკლასო ოთახებში, ასევე ონლაინ სწავლება, რომელიც ხორციელდება ზუმის მეშვეობით.ზუმში დასაკავშირებელ ლინკს მიიღებთ რეგისტრაციის დასრულების შედეგად.
სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი რეკომენდაციები:

ა. ეცადეთ გამოიყენოთ პერსონალური კომპიუტერი, ლეპტოპი ან პლანშეტი რათა მიიღოთ ონლაინ პლატფორმის სრული ტექნიკური მხარდაჭერა.

ბ. სასურველია ონლაინ გაკვეთილზე ჩაერთოთ სახლიდან ან ოფისიდან.

გ. გაკვეთილის დაწყებამდე შეამოწმეთ მიკროფონი და კამერა.

დ. სასურველია აგრეთვე დაწყებამდე შეამოწმოთ მეილიც თუ ელოდებით დავალებებს/ფაილებს მასწავლებლისგან.

ე. იქონიეთ სახელმძღვანელო და დავალებები გაკვეთილის დაწყებამდე.

ვ. გთხოვთ გაკვეთილის განმავლობაში იყოს მაქსიმალურად იზოლირებულ გარემოში, მოერიდეთ ხმაურს, ტელეფონით სარგებლობას და საუბარს შინაურებთან. ეს სერიოზულად უშლის ხელს გაკვეთილის ყველა მონაწილეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს დაგატოვებინოთ გაკვეთილი. აღნიშნული რეკომენდაციების დაცვა საშუალებას მოგვცემს სრულად ჩავეტიოთ გაკვეთილისთვის განკუთვნილ დროში და გავზარდოთ გაკვეთილის ეფექტურობა.

 

 

გისურვებთ წარმატებებს.
“საერთაშორისო სახლის” ადმინისტრაცია