საერთაშორისო სახლში ჩარიცხვის წესი

ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში, სადაც ინგლისურ ენას თქვენსავით ფლობენ. ტესტირების ღირებულება შეადგენს 30 ლარს, რაც შედის სწავლის საფასურში. აირჩევთ თქვენთვის სასურველ დღეებს – ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი ან სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და შესაბამისად მეცადინეობის დაწყების საათს: 10.00, 12.00, 15.00, 15.30, 16.30, 17.00 ან 19.00. მეცადინეობები კვირაში 2–ჯერ ან  3–ჯერ, 2 საათის განმავლობაში. ხოლო ბავშვებისა და მოზარდების გაკვეთილების ხანგრძლივობაა 1,5 საათი.

საერთაშორისო სახლის მისაღები ტესტი:

ტესტის დაწყება!

 

საერთაშორისო სახლის სწავლების დონეები

საერთაშორისო სახლი გთავაზობთ სწავლების 8 დონეს. თითოეულ დონეზე სწავლა გრძელდება 4 თვე (50 გაკვეთილი/100 საათი) და შედგება ორი 2 თვიანი კურსისაგან (25 გაკვეთილი/50 საათი თითოეული კურსი) – A და B. ყოველი კურსის დამთავრებისას ჩატარდება ტესტირება. მისი შედეგების საფუძველზე მოხდება შემდგომ კურსზე ან დონეზე გადაყვანა ან გაიცემა სერთიფიკატი.

  • დაწყებით, Beginner, დონეზე სწავლის ხანგრძლივობა 2 თვეა.

 

 

საერთაშორისო სახლის დონეები:

 

  • Beginner
  • Elementary
  • Pre-Intermediate
  • Intermediate
  • Upper-Intermediate
  • Pre-Advanced
  • Advanced
  • Post-Advanced

 

თითოეულ დონეზე აკადემიური საათების რაოდენობაა 100, გარდა Beginner (50 საათი). საბოლოო შეფასება წარმოებს ტესტირებისა და სწავლის პერიოდში მიღებული შეფასებების საფუძველზე.