IHELLO

მოხარულნი ვართ, გაცნობოთ, რომ „საერთაშორისო სახლი“ იწყებს ყოველწლიურ „ საერთაშორისო სახლის მოსწავლეთა ოლიმპიადას“- IHELLO.

IHELLO გახლავთ კონკურსი, სადაც 12-14 წლის მოსწავლეები ეჯიბრებიან ერთმანეთს, გამოავლენენ ინგლისური ენის ცოდნას და დაამტკიცებენ, რომ არიან საუკეთესონი.

გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან:

  • პირველი ადგილი-  100% დაფინანსება ინგლისური ენის კურსზე “საერთაშორისო სახლში 2020-2021 სასწავლო წელს
  • მეორე ადგილი- 50% დაფინანსება ინგლისური ენის კურსზე “საერთაშორისო სახლში 2020-2021 სასწავლო წელს
  • მესამე ადგილი- 30% დაფინანსება ინგლისური ენის კურსზე “საერთაშორისო სახლში 2020-2021 სასწავლო წელს

 

IHELLO შედგება ორი ეტაპისგან:

 

პირველი ეტაპი:

 

კონკურსანტებს ევალებათ შეასრულონ დავალება, სადაც გამოტოვებული ადგილები უნდა შეავსონ სიტყვებით და დაწერონ თემა(ესსე).

მოცემული დავალება PDF ფორმატშია და ქვია IHELLO. პასუხები უნდა გადაიტანოთ პასუხების ფურცელზე და გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: internationalhousetbilisi@gmail.com

 

ბოლო ვადაა 2020 წლის 1 მარტი.

შერჩეული კანდიდატები გადავლენ მეორე ეტაპზე.

 

კონკურსში მონაწილეობის წესი:

 

ჩამოტვირთეთ ორივე დოკუმენტი: IHELLO task  და  IHELLO answer sheet, შეასრულეთ პირველ დოკუმენტში მოცემული ორივე სავარჯიშო და გადაიტანეთ პასუხების ფურცელზე(“IHELLO answer sheet“).

გთხოვთ, არ შეცვალოთ დოკუმენტის ფორმატი.

შესრულებული დავალების გამოგზავნისას მიუთითეთ: სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.

 

მეორე ეტაპი:

 

საუკეთესო შედეგის მიხედვით შერჩეული 20 კონკურსანტი გადავა მეორე ეტაპზე, რომელიც გაიმართება 2020 წლის აპრილში.

მეორე ეტაპი მოიცავს ოთხ ნაწილს: მოსმენა, კითხვა, წერა და გასაუბრება.

 

გაითვალისწინეთ: მონაწილეობა კონკურსში “IHELLO “ უფასოა!