ინგლისურის კურსი ბავშვებისთვის და მოზარდებისათვის (7-16 წელი)

 

ბავშვებისა და მოზარდების სასწავლო კურსი მოიცავს 3 ასაკოვან ჯგუფს:                                                                                                                                                                  10882344_10153055134618974_51772508302233623_n

  • ბავშვები 7-9 წლამდე
  • მოზარდები 10-12 წლამდე
  • მოზარდები 13-16 წლამდე

 

7-9 წლის ბავშვებისთვის გთავაზობთ სწავლების 6 საფეხურს: -K1დან – K5 მდე, რაც შეესაბამება საერთო ევროპული სასწავლო დონის A2 საფეხურს.

მეცადინეობები კვირაში 2-ჯერ, ორშაბათს და პარასკევს და სამშაბათს და ხუთშაბათს.

 

10-12 წლის მოზარდებისთვის “საერთაშორისო სახლი” გთავაზობთ 4 სასწავლო  დონეს,  PT1-დან, რაც Elementary (ელემენტარულ) დონეს უდრის,  PT4 – მდე, რაც შეესაბამება B1 ანუ Intermediate (საშუალო) დონეს, რის დამთავრების შემდგომ მოზარდები სწავლას აგრძელებენ 13-16 წლის მოზარდთა კურსზე.მეცადინეობები კვირაში 2-ჯერ, ორშაბათს და პარასკევს და სამშაბათს და ხუთშაბათს.
13-16 წლის მოზარდებისთვის “საერთაშორისო სახლი” გთავაზობთ 8 სასწავლო საფეხურს, T1 დან T8 ჩათვლით, რაც საერთო ევროპული სასწავლო დონის C1 შეესაბამება. მეცადინეობები კვირაში 2-ჯერ (ორშაბათი-პარასკევი და სამშაბათი-ხუთშაბათი) ან 3-ჯერ (ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი და სამშაბათი-ხუთშაბათი-შაბათი).

 

სწავლების მეთოდი 

ჩვენი კვალიფიცირებული და გამოცდილი  მასწავლებლები გამოიყენებენ ინგლისურის სწავლების კომუნიკაციურ მეთოდს და იმ მრავალფეროვან საშუალებებს რაც ნიშნავს, რომ ბავშვები და მოზარდები მუდმივად ჩართული არიან მიზანმიმართულ ინდივიდუალურ და ჯგუფურ აქტივობებში, როლურ თამაშებსა და დისკუსიებში. ეს შესაბამისი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ გაიუმჯობესონ ინგლისურის ცოდნა და დახვეწონ გრამატიკა და გაიმდიდრონ ლექსიკა, არამედ ზოგადად განავითარონ მეტყველების, მოსმენის, კითხვის და წერის უნარები, რაც საბოლოო ჯამში მოზარდების კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს განავითარებს და რაც მათი შემდგომი წარმატების გარანტიაა.

 

როგორ მიმდინარეობს ბავშვებისა და მოზარდების კურსი?

  • გაკვეთილები ტარდება კვირაში 2–ჯერ ან 3–ჯერ თქვენს მიერ არჩეულ დღეებსა და დროს და გრძელდება 90 წუთს.
  • დიაგნოსტური ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე ბავშვი ან მოზარდი ჩაირიცხება შესაბამისი ასაკობრივი და ენობრივი კომპეტენციის ჯგუფში.
  • თქვენ ირჩევთ სწავლისთვის თქვენთვის სასურველ დღეებსა და დროს.IMG_1699
  • გაკვეთილი მიმდინარეობს საგანგებოდ მოწყობილ საკლასო ოთახებში, ბავშვებისთვის სახალისო გარემოში, რაც დამატებითი სტიმულია ხარისხიანი სწავლის და დამაჯერებელი საბოლოო შედეგებისა.
  • გაკვეთილზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასაუბრო ინგლისურს და მოსმენის უნარის განვითარებას, კითხულობენ ცნობილ საბავშვო და საყმაწვილო მოთხრობებსა და ტექსტებს.
  •  გაკვეთილზე შექმნილია სრულად ინგლისურენოვანი გარემო და გაკვეთილი სასიამოვნო და საინტერესო ხდება სხვადასხვა ენობრივი თამაშებით,  ჯგუფური აქტივობებით და მრავალფეროვანი დამატებითი მასალის გამოყენებით.
  • აკადემიური მოსწრების, მიმდინარე, შუალედური თუ საბოლოო შეფასების შესახებ მშობლები სრულად ინფორმირებულები არიან.
  • ყოველი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მშობლებს ეგზავნებათ  შეფასების ფურცელი (Student Report Card).
  • მშობლები აგრეთვე ელექტრონულად იღებენ ყოველკვარტალურ  “ცნობის ფურცელს”(Newsletter) “საერთაშორისო სახლში” მიმდინარე აკადემიური და სოციალური სიახლეების შესახებ.
  • მშობლებისთვის საგანგებოდ ეწყობა “ღია გაკვეთილები”, როდესაც მშობლები ესწრებიან გაკვეთილებს, რომლის შემდეგაც ესაუბრებიან მასწავლებლებს და მათთან განიხილავენ თავიანთი შვილების აკადემიურ მოსწრებას.
  • ბავშვებსა და მოზარდებს ეძლევათ საშინაო დავალებები შესწავლილი მასალის IMG_1738განსამტკიცებლად.
  • “საერთაშორისო სახლი” აღჭურვილია კომპიუტერული, ვიდეო და აუდიო-ვიზუალური ტექნიკით. სწავლების პროცესში გამოიყენება ექსკლუზიური კომპიუტერული და ონლაინ მასალები, რაც დამატებითი გარანტიაა წარმატებული აკადემიური შედეგებისა.
  • “საერთაშორისო სახლში” დანერგილია დიაგნოსტიკური ტესტირებისა და შუალედური და სემესტრული შეფასების ეფექტური სისტემა.
  • “საერთაშორისო სახლის” მასწავლებლები გამოიყენებენ კომუნიკატიურ მეთოდს, რაც მსოფლიოში ინგლისური ენის სწავლების ყველაზე ეფექტური მიდგომაა. ამიტომაცაა, რომ გაკვეთილები სახალისო, ინტერაქტიული და ეფექტურია.
  • ბავშვებსა და მოზარდებს ასწავლიან მაღალი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი მასწავლებლები.
  • კომუნიკაციური და ინტერაქტიული მიდგომის მეშვეობით ბავშვები და მოზარდები სრულად არიან ჩართულები სხვადასხვა ენობრივ აქტივობებში, რაც ეხმარებათ მათ გამოიმუშავონ აუცილებელი უნარ-ჩვევები სრულფასოვანი კომუნიკაციისთვის.

 

 

Coursebook September 2021

ისწავლე ინგლისური და ესაუბრე მსოფლიოს!