ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობაზე

„საერთაშორისო სახლი“ აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობაზე.

ვიწვევთ გამოცდილ და მოტივირებულ პედაგოგებს, რომლებიც ჩაერთვებიან ჩვენს საქმიანობაში 2022 წლის სექტემბრიდან. გთავაზობთ რეგულარულ ტრენინგებსა და სემინარებს, ასევე დაგეხმარებით პროფესიულ განვითარებაში. ჩვენი სასწავლო ნაწილი და სასწავლო ნაწილის თანაშემწე დაგეხმარებიან გაკვეთილის დაგეგმვაში და სწავლების პროცესის წარმატებით წარმართვაში. ჩვენთან ჯგუფების ფართო არჩევანია: ზოგადი ინგლისური, ბიზნეს ინგლისური, ინგლისური პროფესიული მიზნებისთვის,  ბავშვებისა და მოზარდების სასწავლო პროგრამა, საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი.

კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი, გააჩნდეს CELTA ან შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატი, მასწავლებლობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა, ასევე უნდა წარმოადგინოს 2 დახასიათება წინა სამუშაო ადგილებიდან.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@ihtbilisi.ge

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ინტერვიუსთვის.