საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება

საერთაშორისო გამოცდების ჩაბარების მსურველთა რიცხვი სტაბილურად მატულობს. იბადება სრულიად ბუნებრივი კითხვა: რატომ უნდამოვემზადოთ და შემდეგ ჩავაბაროთ ეს გამოცდები? პასუხი მარტივია: საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება აუცილებელია თუ საზღვარგარეთსასწავლებლად ან სამუშაოდ წასვლას აპირებთ. ან სულაც შესაძლოა საკუთარი ცოდნის ფორმალური შემოწმება გადაწყვიტეთ.

 

საერთაშორისო სახლი  1990 წლიდან ამზადებს საერთაშორისო გამოცდებისთვის და ამ საქმეში უდიდესი გამოცდილება გააჩნია. ჩვენთანმაღალკვალიფიცირებული და სერთიფიცირებული ქართველი და უცხოელი მასწავლებლები მუშაობენ, რაც იმის გარანტია, რომ თქვენი ცოდნისგაღრმავება და ენობრივი უნარების ტრენირება უახლესი კომუნიკაციური მეთოდებით მოხდება და თქვენ მათგან მიიღებთ მაქსიმალურმხარდაჭერას ინგლისური ენის სხვადასხვა სტრუქტურისა და ასპექტის დახვეწასა და განვითარებაში.

 

გაკვეთილები მაქსიმალურადაა მიახლოებული საგამოცდო გარემოს. აქცენტი კეთდება ისეთი სტრატეგიების შემუშავებაზე, რაც დაგეხმარებათწარმატებით დასძლიოთ საგამოცდო დავალებები და ეფექტურად გამოიყენოთ გამოცდისთვის გამოყოფილი დრო. თქვენი ცოდნა გრამატიკასადა ლექსიკაში, და ძირითადი ენობრივი უნარები საგრძნობლად გაუმჯობესდება კურსის განმავლობაში.

 

საერთაშორისო სახლი თბილისი გთავაზობთ მომზადებას შემდეგი საერთაშორისო გამოცდებისთვის:

 

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები:                       სხვა საერთაშორისო გამოცდები:

Cambridge ESOL:                                                                                                             

      PET                                                                                                   IELTS  

      FCE                                                                                                   TOEFL (iBT)

      FCE                                                                                                   SAT

     CAE

     CPE

 

 

კურსის ხანგრძლივობა:

 

IELTS და TOEFL (iBT) ტესტის ამოწმებს თქვენი  კითხვის, მოსმენის, წერის და მეტყველების უნარებს. კურსი 6 კვირიანია, სულ 36 საათი.

PET, FCE, CAE და CPE მოსამზადებელი კურსი 6 თვიანია. კვირაში სამჯერ. გაკვეთილი 1,5 საათიანია.

 

მოსამზადებელი კურსის დაწყების წინ თქვენ გაივლით სპეციალურ ტესტირებას და გასაუბრებას, რაც დაადგენს თქვენი ცოდნის დონეს და ამ ცოდნის შესაბამისობას არჩეული საგამოცდო კურსისათვის.

 

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური და მეთოდური საშუალებებით, რაც წარმატებული სწავლისთვის აუცილებელია.