ინგლისურის სწავლა

გსურთ ინგლისურის სწავლა?

  • სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება – ჩვენ, საერთაშორისო სახლში, მიგვაჩნია, რომ სტუდენტი უფრო სწრაფად და ეფექტურად სწავლობს თუ იგი აცნობიერებს რომ სასწავლო პროცესის ცენტრალური ფიგურაა. ჩვენი მასწავლებლები გამოიყენებენ საკომუნიკაციო მეთოდოლოგიის მრავალფეროვან საშუალებებს რათა სტუდენტები სრულად ჩაერთონ ისეთ მიზანმიმართულ აქტივობებში, როგორიცაა დისკუსია, როლური თამაშები, ვიქტორინა და ა.შ.
  • სტუდენტთა მოტივაცია - საერთაშორისო სახლის მთავარი საზრუნავია. ინგლისურის წარმატებით დაუფლებისა თუ ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია თანამედროვე, საინტერესო და თემატურად მორგებული  მასალების მიწოდებაზე. საერთაშორისო სახლს ამის დიდი გამოცდილება გააჩნია.
  • ტესტირებისა და შეფასების ეფექტური სისტემა, სტუდენტთა მიღწევების რეგულარული განხილვა, საჭირო რჩევების მიცემა – წარმატებული სწავლების საწინდარია.
  • უნარ-ჩვევების  გაუმჯობესება – მეტყველების, კითხვის, წერისა და სმენითი აღქმის უნარების სისტემატური ტრენირება, სწავლების კომუნიკაციური მეთოდი, მასწავლებელთა მაღალპროფესიული კვალიფიკაცია – საერთაშორისო სახლის ყოველდღიური ზრუნვის საგანია.