ზოგადი კურსი მოზრდილთათვის

ზოგადი ინგლისურის კურსი

ზოგადი ინგლისურის კურსის დასრულებისას თქვენ:

  • უკეთ იმეტყველებთ და ნაკლებ შეცდომებს დაუშვებთ
  • თქვენი გამოთქმა გაუმჯობესდება
  • მოსმენილის აღქმა თქვენთვის ბევრად გაუმჯობესდება, აღარ გაგიჭირდებათ უცხოელებთან კომუნიკაცია, აგრეთვე ჩანაწერების და ფილმების გაგება ინგლისურად
  • თქვენ გაიმდიდრებთ ლექსიკურ მარაგს, ისწავლით ბევრ ახალ ფრაზებსა და იდიომებს
  • და რაც მთავარია, დარწმუნდებით, რომ სწორი მეთოდური მიდგომით და გააზრებულ კომუნიკაციურ აქტივობებში ჩართვით, ინგლისურის ეფექტურად შესწავლა და რეალური პროგრესი თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

 

სწავლების მეთოდიკა

ხშირად გვსმენია:   „ინგლისურს ალბათ ვერასდროს ვისწავლი, რადგან მე ხომ რამდენჯერმე  დავიწყე სწავლა და მაინც ბევრ შეცდომას ვუშვებ და სათანადოდ ვერ ვმეტყველებ და უცხოელის ხომ თითქმის არაფერი მესმის. ფილმის გაგებაც მიჭირს და ა.შ“…  ალბათ გეცნობათ ეს ფრაზები. პრობლემა ენობრივ შესაძლებლობებში ან ათვისების დეფიციტში  კი არაა, პრობლემა სწავლების არასათანადო და არასწორი მიდგომის თუ მეთოდის გამოა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ იღებდით თქვენთვის სასურველ შედეგებს.

 

სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება – ჩვენ, „საერთაშორისო სახლში“, მიგვაჩნია, რომ სწავლება სტუდენტზე უნდა იყოს ორიენტირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი უფრო სწრაფად და ეფექტურად სწავლობს თუ იგი აცნობიერებს, რომ სასწავლო პროცესის ცენტრალური ფიგურაა.

 

სწავლებისას აქცენტი კეთდება  სტუდენტთა ინდივიდუალური ენობრივი მიზნების მისაღწევად და მათი საერთო მოტივაციის ასამაღლებლად. მიგვაჩნია, რომ საქმიან და სახალისო გარემოში სტუდენტები უკეთ სწავლობენ.

 

სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება – „საერთაშორისო სახლის“ მთავარი საზრუნავია. ინგლისურის წარმატებით დაუფლებისა თუ ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავების წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული თანამედროვე, აქტუალური, საინტერესო და თემატურად მორგებული  მასალების მიწოდებაზე. „საერთაშორისო სახლს“ ამის 28 წლიანი გამოცდილება გააჩნია.

 

ჩვენი მასწავლებლები გამოიყენებენ სწავლების საკომუნიკაციო მეთოდის მრავალფეროვან საშუალებებს რათა სტუდენტები სრულად ჩაერთონ ისეთ მიზანმიმართულ კომუნიკაციურ აქტივობებში, როგორიცაა განხილვა, დისკუსია, როლური თამაშები, ინდივიდუალური თუ ჯგუფური სავარჯიშოები.

 

სტუდენტები სხვადასხვა სოციალური გარემოდან არიან და შესაბამისად მათი სწავლის მიზნებიც განსხვავებულია. ტარდება სტუდენტებთან ინდივიდუალური შეხვედრები (Tutorials) და მათი მიზნების დაზუსტება და იმ სავარაუდო სიტუაციების შესწავლა, რასაც უნდა მოერგოს სათანადო სწავლების მიმართულებები. ენობრივი  საჭიროებების შესწავლა და სათანადო მიმართულებების დაგეგმვა.

ტესტირებისა და შეფასების ეფექტური სისტემა, სტუდენტთა მიღწევების რეგულარული განხილვა, საჭირო რჩევების მიცემა – წარმატებული სწავლების საწინდარია.

 

უნარ-ჩვევების  გაუმჯობესება – მეტყველების, კითხვის, წერისა და სმენითი აღქმის უნარების სისტემატური ტრენირება, სწავლების კომუნიკაციური მეთოდი, მასწავლებელთა მაღალი კვალიფიკაცია – „საერთაშორისო სახლის“ ყოველდღიური ზრუნვის საგანია.

 

მასწავლებლები

„საერთაშორისო სახლში“ მუშაობენ პროფესიონალი, საერთაშორისო სტანდარტის ქართველი და უცხოელი მასწავლებლები. თითოეულ მათგანს აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის სერთიფიკატი (CELTA) ან დიპლომი (DELTA ) და სხვადასხვა ქვეყნებში სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება.

 

სახელმძღვანელოები

„საერთაშორისო სახლი“ წამყვანი ბრიტანული გამომცემლობების  Oxford University Press, Cambridge University Press და  Pearson Education ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ჩვენი წიგნის მაღაზია მრავალფეროვან სასწავლო და მეთოდურ ლიტერატურას ითვლის.  ზოგადი ინგლისურის კურსზე გამოიყენება თანამედროვე სასწავლო სახელმძღვანელოები, როგორიცაა: Cutting Edge, English File და Speak Out.

 

ტესტი და გასაუბრება

თქვენი  ინგლისურის ცოდნის საწყისი დონის ზუსტად დასადგენად ჩაგიტარდებათ წერითი ტესტი და გასაუბრება. წერითი ტესტი შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც ჩვენთან, ასევე ონლაინ რეჟიმში ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით.

 

ტესტისა და გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში, სადაც ინგლისურ ენას თქვენსავით ფლობენ. აირჩევთ თქვენთვის სასურველ დღეებს – ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი ან სამშაბათი, ხუთშაბათი,  შაბათი და შესაბამისად მეცადინეობის დაწყების საათს: 10.00, 12.00, 15.00, 16.00, 17.00 ან 19.00.

მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ, 2 საათის განმავლობაში.

„საერთაშორისო სახლი“ გთავაზობთ სწავლების 8 დონეს. თითოეულ დონეზე სწავლა გრძელდება 4 თვე და შედგება ორი 2 თვიანი კურსისაგან – A და B. ყოველი კურსის დამთავრებისას ჩატარდება ტესტირება. მისი შედეგების საფუძველზე მოხდება შემდგომ სასწავლო კურსზე ან დონეზე გადაყვანა ან გაიცემა სერთიფიკატი.

დაწყებით, Beginner, დონეზე სწავლის ხანგრძლივობა 2 თვეა.

სასწავლო დონეზე აკადემიური საათების რაოდენობაა 50 ან 100 (იხილეთ ჩვენი სასწავლო დონეების ცხრილი).

საბოლოო შეფასება წარმოებს ტესტირებისა და სწავლის პერიოდში მიღებული მიმდინარე შეფასებების საფუძველზე.

 

სასწავლო დონეები და აკადემიური საათების რაოდენობა

 

capture-levels

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დამატებითი აქტივობები

უფასო „სამეტყველო და გრამატიკის გაკვეთილები“ დაგეხმარებათ მეტყველების უნარის გაუმჯობესებაში და გრამატიკული ხარვეზების დაძლევაში.

 

 

ისწავლე ინგლისური და ესაუბრე მთელ მსოფლიოს!