საერთაშორისო სახლის შესახებ

საერთაშორისო სახლი – მსოფლიო ორგანიზაცია უცხოური ენების სასწავლო ცენტრების გლობალური ქსელია. იგი დაარსებულია 1953 წელს ცნობილი ბრიტანელი განმანათლებლების – ჯონ და ბრიტა ჰეიკრაფტების მიერ. ორგანიზაციის მიზანია ინოვაციების დანერგვა უცხოური ენების სწავლებაში და მაღალი პროფესიული 3         სტანდარტების დამკვიდრება სპეციალისტთა მომზადების საქმეში.

საერთაშორისო სახლი მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც გამოსცემს უახლეს სამეცნიერო-მეთოდურ და პრაქტიკულ ლიტერატურას, ასწავლის უცხოურ ენებს, ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს ყველა კონტინენტის 60 ქვეყნის 160-ზე მეტ სასწავლებელში. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ლონდონშია.

საერთაშორისო სახლი თბილისი საერთაშორისო სახლი – მსოფლიო ორგანიზაციის წევრი და ფილიალი 1990 წელს გახდა. იგი ამჟამად საქართველოში უცხოური ენების სწავლების და მასწავლებელთა ტრენინგის უდიდესი ცენტრია, როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ აკრედიტირებული მასწავლებელთა მომზადების ცენტრი.

საერთაშორისო სახლის გამოცდილი და საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე მაღალპროფესიონალი ქართველი და უცხოელი მასწავლებლები თქვენს სწავლას შედეგიანს და დაუვიწყარს გახდის. ხოლო ამას დამატებული დიდი ბრიტანეთის წამყვანი გამომცემლობების მიერ მოწოდებული სახელმძღვანელოები და თანამედროვე სასწავლო, მეთოდური და მხატვრული ლიტერატურა – სწორედ იმის გარანტია, რომ საერთაშორისო სახლში, პროფესიონალებთან კარგად ისწავლით ინგლისურს.

2

საერთაშორისო სახლში სწავლებისას აქცენტი კეთდება საკომუნიკაციო უნარების განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს სტუდენტთა თვითდაჯერებას ინგლისურად მეტყველებისას და მთავარი უნარების (მეტყველება, მოსმენა, კითხვა და წერა) ეფექტურად დაუფლებას.

საერთაშორისო სახლში ინგლისური ენის სწავლება ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით:

  • ინგლისური ენის სწავლება მოზრდილთათვის (ზოგადი კურსი), მეცადინეობა კვირაში სამჯერ, 1,5 საათის განმავლობაში.
  • ინგლისური ენის სწავლება სხვადასხვა ასაკის ბავშვებისა და მოზარდთათვის ასაკობრივი ჯგუფები: 7-9 წელი, 10-12 წელი, 13-16 წელი, მეცადინეობა კვირაში ორჯერ ან სამჯერ 1,5 საათის განმავლობაში.
  • ინგლისური ენის სწავლების 4 და 5 კვირიანი ინტენსიური კურსი, მეცადინეობა კვირაში 5 დღე, 1,5 საათის განმავლობაში.
  • საერთაშორისო გამოცდების (PET, FCE, CAE, CPE,TOEFL, IELTS, SAT) მოსამზადებელი კურსი, მეცადინეობა კვირაში სამჯერ, 1,5 საათის განმავლობაში.
  • ბიზნეს-ინგლისურის ზოგადი კურსი, მეცადინეობა კვირაში სამჯერ, 1,5 საათის განმავლობაში.
  • მასწავლებელთა პროფესიული მომზადება – საერთაშორისო სერთიფიკატების: CELTA, DELTA, IHCYL, CAM, BET მოსამზადებელი კურსები.                                                                                          1

საერთაშორისო სახლი  გთავაზობთ სწავლების 8 დონეს. თითოეულ დონეზე კვირაში 2-ჯერ ინტენსივობით მეცადინეობის შემთხვევაში კურსი გრძელდება 6 თვეს, 3-ჯერ მეცადინეობის შემთხვევაში – 4 თვეს, ხოლო კვირაში 5-ჯერ მეცადინეობის შემთხვევაში – 6 კვირას და შედგება – A და B კურსისგან.

ყოველი კურსის დამთავრებისას ჩატარდება ტესტირება. მისი შედეგების საფუძველზე მოხდება შემდგომ სასწავლო კურსზე ან დონეზე გადაყვანა ან გაიცემა სერთიფიკატი.