ინგლისური ჟურნალისტებისთვის

დღევანდელ სწრაფად განვითარებად მსოფლიოში და მედია საშუალებებისა და ინტერნეტის დომინირების ეპოქაში ინგლისურის ცოდნასგადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. იგი კომუნიკაციის ძირითადი საშუალებაა და ამ ამპლუაში მისი როლი გადამწყვეტია.

 

ჟურნალისტიკაში ინგლისური ენის აუცილებლობაზე დიდი ხანია არავინ დავობს. საერთაშორისო სახლმა ეს აუცილებლობა სრულიად ახალისასწავლო კურსით შეავსო და ახლა უკვე ორ მიმართულებას გთავაზობთ: ინტენსიურ და ზოგად კურსს.

 

ჩვენი მასწავლებლები ეფექტურად იყენებენ სწავლების საკომუნიკაციო მეთოდებს და შეგიქმნიან ისეთ გარემოს, როცა ენობრივი აქტივობებისმაქსიმალური დატვირთვით, თქვენ აღმოჩნდებით რეალურ პროფესიულ გარემოში, რაც ასე ხშირად ხდება ხოლმე თქვენს ჟურნალისტურცხოვრებაში. პარალელურად თქვენი აქტიური ლექსიკური მარაგი და გრამატიკული სტრუქტურების ცოდნა გაუმჯობესდება. მეცადინეობისასდიდი მნიშვნელობა ენიჭება რელევანტური დისკუსიის უნარის გამომუშავებას, ლექსიკის აქტიურად გამოყენებას, ფონოლოგიას დამეტყველების და წერითი უნარების დახვეწას, აგრეთვე საჭირო იდიომების დასწავლას.

 

კურსის განმავლობაში თქვენ:

 

  • მონაწილეობას მიიღებთ მიმდინარე ახალი ამბების ანალიზში, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ მის ენობრივ მხარეს.განიხილავთ მაგალითებს, როცა უმნიშვნელო ენობრივი ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სტატიის ან ნიუსის არსზე.
  • მოახდენთ ტექსტის სტრუქტურულ ანალიზს.
  • გაიუმჯობესებთ სმენითი აღქმის და სწრაფჩაწერის უნარებს.
  • განავითარებთ ტექსტის წერისა და რედაქტირების უნარებს.
  • ისწავლით იდიომების უკეთ გამოყენებას.

 

ვისთვისაა ეს კურსი სასარგებლო?

 

მათთვის, ვინც ჟურნალისტიკაში მუშაობს, ან სწავლობს შესაბამის ფაკულტეტზე და უხდება ინგლისურად კომუნიკაცია ამ სფეროში:ტექსტების კითხვა, ნიუსების მოსმენა ან მეტყველება. კურსზე ჩასარიცხად თქვენი ინგლისურის ცოდნა მინიმუმ საერთოევროპულისტანდარტის B1 დონეს უნდა შეესაბამებოდეს, რაც დადგინდება ტესტირებითა და გასაუბრებით.

 

სასწავლო ჯგუფები მცირერიცხოვანია: 4 – 6 მსმენელი, ინტენსიური კურსი 3 კვირიანია, ხოლო ზოგადი 8 კვირიანი. გაკვეთილის ხანგრძლიობა– 90 წუთია.

 

გაკვეთილები ჩატარდება საერთაშორისო სახლი თბილისის ბიზნეს ცენტრში დოლიძის ქუჩაზე. ცენტრი აღჭურვილია კომპიუტერულილაბორატორიით და ყველა სხვა ტექნიკური და მეთოდური საშუალებებით, რაც წარმატებული სწავლებისთვისაა აუცილებელი.